
ნათელმხილველი, პარაფსიქოლოგი ცირა კუპრაშვილი, საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს და მისი წინასწარმეტყველებები ბევრჯერ გამართლდა.
ამჯერად იგი გადაცემაში „პოსტ ალიონი“ სტუმრად შვილიშვილებთან ბარბარესთან და ანასტასიასთან ერთად იმყოფებოდა:
„გოგონები ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობენ საკუთარი ხელსაქმით. დაწყებული ესპანური ჟურნალიდან, რომლის წარმომადგენელი საქართველოში მე გახლავართ. ამ ჟურნალით აცნობენ ბარბარე და ანასტასია ქართულ ტრადიციებს მსოფლიოს. ქართულ ჩაცმულობას და ადათ-წესებს.
ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით მე ჩემი რიტუალები მაქვს ოჯახში. ბევრ კარგ საიდუმლოს გაგიმხელთ. ყველაზე ძლიერი და სტუმართმოყვარე ტრადიცია არის მეკვლეობა. როდესაც მიდიხარ მეკვლედ, წინასწარ უნდა იცოდეს მან და აუცილებლად მოემზადოს. კარგია ამ დროს შეიტანო ხორბალი და ყურძნის მტევანი. ამ ყველაფერს ბარაქა შეაქვს ოჯახში. მეკვლე აუცილებლად კარგად უნდა შეირჩეს და სასურველია, რომ იგი კაცი იყოს. მე მამრობით სქესს უფრო ძლიერად აღვიქვამ. ოჯახშიც ტრადიციულად კაცს დიდ პატივს ვცემდით. მეკვლეს აუცილებლად უნდა ეჭიროს ხელში რაღაც. კარგი იქნება მხიარულებით გატარებული დღე, რადგან მთელი წელი ასეთი იყოს.
მეკვლე შეიძლება იყოს ღარიბი, შესაძლოა არასდროს უმართლებდეს, თუმცა კეთილი და უბოროტო ადამიანი იყოს. შესაბამისად სწორედ ამ კრიტერიუმებით ვარჩევ ხოლმე მეკვლეს და არა დიპლომით ან სიმდიდრით“, - ამბობს ცირა კუპრაშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რატომ ლაპარაკობენ თუთიყუშები?