UFC Freedom250-ის დაწყებამდე, რომელიც 14 ივნისს თეთრ სახლში გაიმართება, დაძაბულობა პიკს აღწევს.
ღონისძიების მთავარი ბრძოლის მონაწილეებმა ერთობლივი ინტერვიუ ჩაწერეს, სადაც, როგორც მოსალოდნელი იყო, მწვავე სიტყვიერი დაპირისპირება შედგა.
სიტუაცია მას შემდეგ გამწვავდა, რაც წამყვანმა მებრძოლებს, ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ჰკითხა, თუ რამდენად პირადული იყო მათთვის ეს დაპირისპირება.
„შენგან პირადულად არაფერს მივიღებ, ამაზე ნუ ღელავ, სწორედ ამაშია ჩემსა და შენ შორის განსხვავება. შენ ჩემთვის ზიანის მოყენებას ეცდები, მე კი რეალურად გატკენ. ეს არის ჩემსა და შენ შორის განსხვავება. შენ რაღაცის გაკეთებას შეეცდები, მე გავაკეთებ. ბევრჯერ მითქვამს, რომ ჯასტინს, როგორც მეტოქეს, პატივს ვცემ, ვფიქრობ, რომ მან ამ სპორტისთვის ბევრი რამ გააკეთა, თუმცა ჩემსა და მას შორის დიდი სხვაობაა.
მეორე და მესამე რაუნდი არ იქნება, პირველ რაუნდშივე ვაპირებ დაგანოკაუტო. არსებობს მიზეზები, რატომაც ვარ მსოფლიო ჩემპიონი, რასაც ვამბობ, იმას ვამტკიცებ. ვლაპარაკობ და შედეგს ვდებ. მსოფლიო ჩემპიონის ტიტული სამჯერ მოვიგე, ახლა მე ვარ მეფე. მე ვარ ჩემპიონი და არა შენ. ასე რომ, მოკეტე, პირველ რაუნდშივე ვაპირებ დაგაძინო. თვალი არ დაახამხამოთ, რადგან ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდება“, - აღნიშნა ილია თოფურიამ.
შეგახსენებთ, რომ ქართველისა და ამერიკელის დაპირისპირება 14 ივნისს, „თეთრი სახლის“ მთავარ ღონისძიებაზე შედგება. ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის დაპირისპირებას გამთენიის 04:00 საათიდან უნდა ველოდოთ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ისიამოვნეთ თითოეული წამით“ - რას წერს ილია თოფურია ორთაბრძოლამდე
🎥 „ბევრი დრო არ მაქვს დარჩენილი...“ - ილია თოფურია სამომავლო გეგმებზე
⭕„ყველაზე ლამაზი“ - გიორგი სარდალაშვილის მეუღლე საორსულე ფოტოსესიიდან კადრებს ავრცელებს
წყარო: rustavi2.ge