Digest Logo

მეორე მედალი ევროპის პირველობაზე - რამაზ ზოიძე ვიცე-ჩემპიონი გახდა

1776802267
რამაზ ზოიძე

ტირანაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებს მეორე მედალი რამაზ ზოიძემ (77კგ) მოუპოვა.

ქართველმა ფინალური დაპირისპირება ოთხგზის ევროპის და ორგზის მსოფლიო ჩემპიონთან, სომეხ მალხას ამოიანთან დათმო.

ხვალ, 22 აპრილს ქართველი იური ლომაძე (72 კგ) ფინალში იჭიდავებს.

ჩვენმა ფალავანმა ნახევარფინალში თურქი არსლანი 3:2 დაამარცხა და ოქროს მედლისთვის საფრანგეთის სახელით გამომსვლელ იბრაჰიმ მაჰომედ ჰასანს დაუპირისპირდება.

ტურნირზე ბრინჯაოსთვის იჭიდავებენ გელა ბოლქვაძე (82 კგ) და დიეგო ჩხიკვაძე (67კგ).

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ სალოსობა და თანამედროვეობა – არსებობენ თუ არა დღეს ასეთი ადამიანები?

🎥 ურანის ტრანზიტი ტყუპებში: რა გავლენა ექნება თითოეულ ზოდიაქოს ნიშანზე - მედეა დოლიძის ასტროპროგნოზი

⭕მადონამ Coachella-ზე მოპარული ტანსაცმლის სანაცვლოდ ჯილდო დააწესა

წყარო: 1tv.ge