საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ, ბათუმის საზღვაო აკადემიის კურსდამთავრებულ ნათია ლაბაძეს კაპიტნის წოდება მიანიჭა.
ამით იგი, საქართველოში პირველი ქალი კაპიტანი გახდა.
ნათია „პირველი არხის“ ეთერში ბავშვობის ოცნებასა და სწავლის პერიოდს იხსენებს:
„მეოთხე კლასში ვიყავი როცა რვეულში დავწერე - მე მინდა გამოვიდე კაპიტანი მეთქი. რომ ჩავაბარე წელს დართეს ნება ქალებს ნავიგაციის ფაკულტეტზე მომხვდარიყვნენ. 121 ვიყავით კურსზე, აქედან ერთადერთი გოგო მე ვიყავი. ყველა მიყურებდა ეს ვინ არის აქ რა უნდაო. ისე ვისწავლე 4 წლის განმავლობაში, ბიჭებზე არანაკლები ვიყავი“, - ამბობს ნათია ლაბაძე.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: