Digest Logo

🎥 „დღეიდან ხავი დელაოსაშვილი დამიძახეთ!“ - „ლევანტეს“ ადმინმა ხინკალი დააგემოვნა

1721812039
ხავი დელაოსაშვილი

ესპანური კლუბი „ლევანტე“, სადაც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი თამაშობს, ევრო 2024-ის მიმდინარეობის პერიოდში საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებით გამოირჩეოდა და თანაც პოსტებს ქართულ ენაზე აქვეყნებდა.

„ლევანტეს“ ოფიციალური გვერდის ადმინისტრატორი, როგორც ცნობილია ხავი დე ლა ოსა გახლავთ. მან ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგაც არ შეწყვიტა ქართული ფეისბუკ პოსტების დადება.

ხავიმ ცოტა ხნის წინ გადაწყვიტა ქართული კერძები გაესინჯა, რაშიც გიორგი ქოჩორაშვილი დაეხმარა. ცოტა ხნის ხნის წინ დე ლა ოსამ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ხინკალს აგემოვნებს.