UFC-იმ ყველა წონითი კატეგორიის რეიტინგები განაახლა, რომლის მიხედვითაც ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი დაწინაურდა.
აშშ-ში გამართულ UFC-ის ღონისძიებაზე დვალიშვილმა ბრაზილიელი ჟოზე ალდო დაამარცხა, რომელიც მანამდე რეიტინგის მე-3 ნომერი იყო. დვალიშვილი აქამდე მე-6 ადგილს იკავებდა, თუმცა ამ გამარჯვების შემდეგ 3 საფეხურით წინ გადაინაცვლა და ალდოს ადგილას დამკვიდრდა.
შეგახსენებთ, მერაბ დვალიშვილმა UFC-ში ზედიზედ მე-8 ბრძოლა მოიგო.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔘„ნეაპოლში ძეგლი უნდა დაუდგან მათ, ვინც ეს ბიჭი „ნაპოლიში“ მოიყვანა“ - იტალიელი ჟურნალისტი