საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის და საზოგადო მოღვაწის მერაბ კოსტავას გარდაცვალებიდან 34 წელი გავიდა.
მან თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორია 1958 წელს დაამთავრა.
კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო მუსიკის მასწავლებლად. იყო ჟურნალის „ქართული ენა ლიტერატურა სკოლაში“ რედაქტორი. საქართველოს ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი, ხშირად იყო რეპრესირებული, დაპატიმრებული, გადასახლებული. ბოლოს 1987 წელს დაბრუნდა გადასახლებიდან და ზვიად გამსახურდიასთან ერთად ისევ განაგრძო ბრძოლა სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის. მ. კოსტავა წერდა ლექსებს, ფილოსოფიურ, თეატრალურ, ლიტერატურულ ესეებს. თარგმნიდა ცნობილი მწერლების ფილოსოფიურ ნაწარმოებებს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა
საფრანგეთში „ალაჰ აქბარის“ ყვირილით დანით შეიარაღებულმა ახალგაზრდამ მასწავლებელი მოკლა