Digest Logo

მერიკო კარტოზია აშშ-ში ფაეტონიდან ჩამოვარდა და ფეხი მოიტეხა: „ეტლის ქვეშ მოვყევი…“

1715333649
მერიკო კარტოზია

ჟურნალისტი მერიკო კარტოზია ჟურნალ „თბილისელებს“ უყვება, რომ ამერიკაში, მორიგი გადაცემის გადაღების პროცესში, ხრამში გადაიჩეხა და ამერიკის ერთ-ერთ ჰოსპიტალში გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა.

„ამერიკაში, 21-ე საუკუნეში, ფაეტონიდან თუ გადმოვვარდებოდი და ფეხს მოვიტეხდი, რას წარმოვიდგენდი (იცინის). ახლა კი მეცინება, მაგრამ მართლაც სასწაულებრივად გადავრჩი…“ - ამბობს ჟურნალისტი.

მერიკო კარტოზია ჰყვება, რომ ჰყავდა საინტერესო რესპონდენტი, ვახო მამალაძე, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს, არის ჩოხოსანი, სტიქაროსანი, აქვს ჩოხა და ფაფახი, ჰყავს ცხენი და აქვს ფაეტონი. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ საინტერესოდ მოეჩვენა, მასთან ფაეტონში ინტერვიუს ჩაწერა:

„ბოლო კადრებს ვიღებდი, როცა ცხენმა უცებ ტლინკები აჰყარა, გაჩერდა და უკანა სვლით დაიწყო სიარული. გვერდით ეკალბარდიანი ხრამი იყო. ვახო ფეხზე ამდგარი ცდილობდა ცხენის დამორჩილებას, მაგრამ ფაეტონმა დაკარგა წონასწორობა, ეტლის ერთმა ბორბალმა ხრამისკენ გადაიწია, მიწა გამოეცალა და წამებში გადავტრიალდით. გადავვარდით და მე ეტლის ქვეშ მოვყევი… რა სიმწარე ვნახე, ენით ვერ გამოვთქვამ… ეკალ-ბარდებში გახვეული ვგრძნობდი, მარცხენა ფეხს ვერ ვიმორჩილებდი. მივხვდი, ფეხი მომტყდა…“ - ამბობს მერიკო. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕🎥 ნუცა ბუზალაძის ცეცხლოვანი გამოსვლა „ევროვიზიის“ სცენაზე - შთამბეჭდავი კადრები

⭕🎥 „მაქვს ერთი ნაკლი, ვერ ვნერვიულობ...ამის გამო ფსიქიატრთანაც ვარ ნამყოფი“- რას ჰყვება გია ჯაჯანიძე

⭕„შეგიძლიათ სამყაროში მოითხოვოთ ის რისი სურვილიც გაქვთ, დღეს უფრო მკაფიოდ ისმის თქვენი ხმა“ - 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

წყარო: fortuna.ge