მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი) Facebook-ზე ლევან ბერძენიშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აფასებს და წერს, რომ მას ჩამოერთვას ლექციის წაკითხვის უფლება.
„როგორც ჩანს, ლევან ბერძენიშვილმა არ იკმარა ჩვენი დიდი მეფის - ერეკლე ||-ს შეურაცხყოფა და მისი ისტორიული ღვაწლის დაკნინება ქვეყნის წინაშე, ამჯერად იგი გადავიდა წმინდანების შეურაცხყოფაზე, რითაც ის კიდევ ერთხელ შეეხო ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობის რელიგიურ გრძნობებს!
ეს პიროვნება ბოროტად იყენებს თავის საეთერო დროს და აუდიტორიას, თავისი გამრუდებული გონებით ტვინს ურეცხავს, წამლავს მომავალ თაობებს!
მას უნდა აეკრძალოს და ჩამოერთვას სასწავლო დაწესებულებებში ლექციების წაკითხვის უფლება და “მოიკვეთოს ვითარცა ასოი დამპალი და განიგდოს გარეთ!“. - წერს ეპისკოპოსი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 „არ ვიცი ასეთი ბოროტება როგორ იბადება ადამიანის ტვინში“ - რა ფოტოს ავრცელებს მანანა თოქმაჯიშვილი