Digest Logo

მეუფე იაკობი: ვინც ცუდად გვექცევა, ყველას უჭირს მერე. ჩვენი ლოცვა ინახავთ, რომ კიდევ არიან და რაღაცას წარმოადგენენ. ჯობს, ჭკვიანად იყვნენ

1741518163
მეუფე იაკობი

„ვინც ცუდად გვექცევა, ყველას უჭირს მერე. ჩვენი ლოცვა ინახავთ, რომ კიდევ არიან და რაღაცას წარმოადგენენ. ჯობს ჭკვიანად იყვნენ“, - განაცხადა ქადაგებისას ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა.

„როდესაც მსოფლიოში ამდენი არეულობაა და ამ პატარა საქართველოსთვის იცლი, ან მართლა ქრისტე უნდა იყო, ან - დიდი ინტრიგანი. გამეცინა, გუშინ ვნახე შვედეთიდან უთანაგრძნეს [პროტესტის მონაწილეებს]. ჩვენზე ძალიან ვინ ვის უნდა უთანაგრძნოს?! შეეშვით ჩვენთან არევ-დარევის შემოტანას. ვერცერთი ქვეყანა ამას ვერ გააკეთებთ. ქართველებიც გარე-გარე რომ დარბიხართ, გარეთ ვინ გიშველით?! თანამდებობები გინდათ და რას აწვალებთ, რას არბენინებთ ხალხს ქუჩაში?! მინდა უცხოელებს ვუთხრა, თავიანთ ერებს მიხედონ და ჩვენთან თუ კეთილი ურთიერთობა უნდათ, შეგვეშვან. ვინც ცუდად გვექცევა, ყველას უჭირს მერე. ჩვენი ლოცვა ინახავთ, რომ კიდევ არიან და რაღაცას წარმოადგენენ. ჯობს, ჭკვიანად იყვნენ“, - აღნიშნა მეუფემ.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„ყოველ ჯერზე უკეთ თამაშობს“ - ენრიკემ კვარაცხელია შეაქო

🎥 „როცა სული წმინდაა, ადამიანში არის სიხარული და სიყვარული...“ - რას ჰყვება მამა ბენიამინ ბელქანია?

⭕„არ მიიღოთ რადიკალური გადაწყვეტილებები...“ - ცხრა მარტის ასტროპროგნოზი ხათუნა ნოელისგან