მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მირქმას აღნიშნავს, ასე უწოდებს ეკლესია დღესასწაულს, რომელიც 40 დღის ყრმა იესოს ტაძარში მიყვანას იხსენებს, სადაც მას ძველი აღთქმის წინასწარმეტყველი ელოდებოდა - ამ დღეს იკურთხება სანთლები და ზოგან ეწყობა ლიტანიობა. სამების საკათედრო ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ იქადაგა.
„ეს დღესასწაული არის შეხვედრების დღესასწაული. მართალი სიმეონის შეხვედრისა უფალთან, ადამიანის შეხვედრისა ღმერთთან, ძველი აღქმის ახალ აღქმასთან. ღმერთთან შეხვედრა ხდება შეჭირვებული ადამიანის გვერდით. ღმერთთან შეხვედრა შეიძლება მოხდეს დიდი სიხარულის დროს, რომელსაც უფალი გვაძლევს, მაგრამ განსაკუთრებით, ღმერთთან შეხვედრა ხდება წმინდა ზიარების საიდუმლოში. ჩვენ ხშირად ვერ ვამჩნევთ უფალს, ვერ ვცნობთ მას“, - განაცხადა მეუფე შიომ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ეხმარება ძვლებისა და სახსრების გაძლიერებას“ - არუნ ხათრი სეზამის თესლის უნიკალურ თვისებაზე
⭕რას ნიშნავს ლილიტი ასტროლოგიაში და რა ხდება, როდესაც ის პირად ნატალურ რუკაში ძლიერადაა გამოხატული?