Digest Logo

🎥 „ქართველები ძალიან უყვართ და პატივს გვცემენ...“ - გაიცანით 16 წლის გოგო, რომელიც ყაზახეთის „ვოისის” შემდეგ ბაქოს „ვოისის” ნახევარფინალშია

1741095194
თამარ ქავთარაძე

16 წლის თამარ ქავთარაძე გორიდან, რომელიც ყაზახეთის „ვოისის” შემდეგ, ბაქოს „ვოისის” ნახევარფინალშია, სტუმრად გადაცემაში „დღის პოსტი“ იმყოფებოდა. 

თამარ ქავთარაძემ აღნიშნული სიახლისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას გაუზიარა:

„ყაზახეთში მოვხვდი ჩემი უსაყვარლესი ადამიანის, პედაგოგის, ნინო შალამბერიძის მეშვეობით. ძალიან  ბედნიერი ვიყავი ფინალამდეც მივედი, ძალიან დიდი მადლობელი ვარ. სუპერფინალიდან დავტოვე პროექტი, თუმცა უდიდესი გამოცდილება მივიღე. ვმღერი გორის ქალთა კაპელაში. ცხრაწლედს ვამთავრებ სულხან ცინცაძის სახელობის კოლეჯში და იმედია გავაგრძელებ სიმღერას. უცხოეთში და პროექტებში ყველა ძალიან კარგად მექცეოდა. მთავარია ხალხი გიყურებს და იცის, რა შესაძლებლობები გაქვს. ბაქოს „ვოისში“ ყველაზე პატარა მონაწილე მე ვარ, რადგან ეს დიდების პროექტია. ქართველები ძალიან უყვართ და პატივს გვცემენ, ძალიან კარგი ხალხია“, - ჰყვება თამარ ქავთარაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 ავტოავარიის შედეგად დაკარგული ფეხი და წლების შემდეგ ახდენილი ოცნება - მაიკო ებრალიძის ისტორია

რა ოცნება აუხდინა მამამ მართა რამიშვილს და ვინ დააძლევინა მას სიმორცხვის კომპლექსი

„დაუვიწყარი ღამე“ - ნუცა ბუზალაძე ელტონ ჯონის „ოსკარის“ წვეულებაზე იმყოფებოდა