ყველასათვის საყვარელი მომღერალი ლინდა ადამია სტუმრად გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“ იმყოფებოდა, სადაც მეუღლეზე ისაუბრა.
წამყვანის მიერ დასმულ კითხვას: მეუღლის პროფესია თქვენი ეჭვიანობის საბაბი გამხდარა? - მან ასე უპასუხა:
„კი გამხდარა. იყო ერთი შემთხვევა, სადაც არ შევცდი. მეორე მხარისგან იყო აქტიურობა. იქვე მოვჭიმე ეს ამბავი. ძალიან თავშეკავებული ვარ მაგ შემთხვევაში. ჩემ სხეულზეც ბევრი ტატუა ჩემი მეუღლის.
ხშირად მითქვამს რომ დათუნა უფრო მზრუნველია. ის რომ არ არსებობდეს, შეიძლება ვერ ვიარსებო. მაღაზიაშიც ვერ გავიდოდი დამოუკიდებლად. მისმა ყურადღებამ და პატივისცემამ მომხიბლა. პირველი შეხვედრის დღე გავატარეთ ერთად.
პირველივე დღეს მითხრა მიყვარხარო. სიმართლეს ვიტყვი და მე იმ მომენტში არ მიყვარდა, თუმცა აღფრთოვანებისგან ვუპასუხე - მეც მიყვარხარ მეთქი“, - იხსენებს ლინდა ადამია.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „დამირეკა და მითხრა: არ ინერვიულო, ტოვებ პროექტს...“ - რას ჰყვება ლინდა ადამია
⭕გინდა ახალ წელს შეხვდე ფინანსური ტვირთის გარეშე? - რიტუალი რომელიც 21 დეკემბერს უნდა შევასრულოთ
⭕ თხის რქა: სამყაროს არქიტექტორი და დროის მბრძანებელი - რამაზ გიგაურის ასტროლოგიური მიმოხილვა