ქალაქ სამტრედიაში, აღმაშენებლის ქუჩაზე უმძიმესი დანაშაული მოხდა. მოკლულია 70 წლის ქალბატონი.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, მკვლელობაში ბრალდებული იდენტიფიცირებულია და სავარაუდოდ მათი მეზობელი, ახალგაზრდა მამაკაცია. რომლის ადგილსამყოფელის დადგენას ახლა სამართალდამცველები ცდილობენ.
არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ცივი იარაღით, დანით მოხდა, ქალს დანით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული. მომხდარზე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
როგორც მეზობლები ამბობენ, დანაშაული სავარაუდოდ მეზობლის სახლში მოხდა. სწორედ იქ ქათმების დასაპურებლად იყო დილით ადრე გადასული გარდაცვლილი ქალბატონი.
„დილის 6 საათზეა სავარაუდოდ გადასული მეზობლის სახლში. მეზობლები იყვნენ წასულები დასასვენებლად და დაუტოვეს ოჯახი. გულით ნაოპერაციევი იყო. ადგებოდა დილით ადრე, რომ მერე სიცხეში არ გასულიყო გარეთ. იმ დღესაც გადავიდა დილის 6 საათზე, რომ ეს ქათმები დაპურებული გამოეშვა. იქ ვინ დახვდა, რა დახვდა, არ ვიცით, გამოქცეულია იქიდან, წამოსულია, მოსულია თავის სახლის კარამდე და აქვს მიყენებული 4 ჭრილობა. მეუღლეს სახლში ეძინა და დაუძახა, ავთო მიშველე, მომკლესო. გამოვიდა მეუღლე და შეაკვდა ხელში. მკვლელი უკვე ადგილზე აღარ იყო“, - ამბობს გარდაცვლილის ახლობელი.
მეზობლების ვარაუდით, დამნაშავე ადგილობრივია.
„ქათმებს აჭმევდა, ამიტომ წავიდა დილით ადრე ეტყობა, ერთი მეზობელი იმასაც ამბობს, ქალის კივილის ხმა გავიგეთო. რა მოხდა არ ვიცი, ქალის კივილი გავიგონეო. ძალიან მძიმე ამბავია მომხდარი. ავთო ბიბილეიშვილს და მის მეუღლეს, ნინოს, ყველა დადებითად დაგიხასიათებთ. ძალიან კარგი ქალბატონი იყო, მარტო ცოლ-ქმარი ცხოვრობდა სახლში. ძალიან კარგი ოჯახია, ძალიან კარგი ქალბატონი, პატიოსანი მთელი ოჯახი, ძვირფასი ოჯახი აქვთ, რატომ დატრიალდა, არ ვიცი“, - ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ვინ იყო ქართველი, რომელსაც Porsche 911-ის შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვის?
⭕„შენ გერქვა ეჭვით გატანჯული უნდო საცოლე...“ - რას წერს გიორგი კეკელიძე?
⭕ბათუმში, სავარაუდოდ, ბოტანიკური ბაღის თანამშრომელმა ტურისტი გააუპატიურა