
მომღერალ გიორგი ძოწენიძის ცხოვრებაში ბოლო პერიოდში ბევრი სასიამოვნო სიახლეა, რომელთა შესახებაც თავად „თბილისელებს“ ესაუბრა:
„ცოტა ხნის წინ დავბრუნდით პარიზიდან. „ურსას“ კონცერტი გვქონდა და ბიჭებმა გადავწყვიტეთ, რომ პარიზში, სიყვარულის ქალაქში ჩვენი მეუღლეების გარეშე წასვლა დიდი დანაშაული იქნებოდა. ამიტომ მეორე ნახევრებთან ერთად გავემგზავრეთ და ყველა ერთად, არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ. კონცერტმაც ძალიან კარგად ჩაიარა, შევხვდით იქაურ ქართველ ემიგრანტებს, ჩავეხუტეთ, თბილი სიტყვები გავცვალეთ და ამის პარალელურად, მშვენიერი დასვენებაც გამოგვივიდა“, - ამბობს გიორგი ძოწენიძე.
- მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტოები და ვიდეოები ხშირად ექცევა ყურადღების ქვეშ სოციალურ ქსელში და ბევრი უსვამს ხაზს თქვენს განსაკუთრებულ სიყვარულს. როგორ ინარჩუნებთ რომანტიკულ ურთიერთობას?
„საბედნიეროდ, ყველაფერს კარგად ვახერხებთ. ეს ჩემი მეუღლის დამსახურებაა. ის არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ერთდროულად ბევრ რამეზე იზრუნოს, მაგალითად ოჯახზე, ბავშვებზე, სიყვარულზე, რომანტიკაზე. ყველაფერს ვასწრებთ, ორი შვილი გვყავს, მარტოები ვცხოვრობთ, არავინ გვეხმარება, ანუ აღმზრდელი არ გვყავს.
მია ახერხებს, რომ ის რომანტიკა და სიყვარული, რამაც ოჯახი შეგვაქმნევინა, არ დავკარგოთ“, - ჰყვება გიორგი ძოწენიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რისი სუნი ასდით ბნელ ძალებს და როდის და რატომაა ამჟავებული რძის არომატი ავისმომასწავებელი