Digest Logo

„მიჭირს იმაზე ფიქრი, რომ ბავშვები დარჩნენ დედის გარეშე... 5 შვილს ზრდიდნენ“ - რას ჰყვება ფონიჭალის ტრაგედიისას დაღუპულის ახლობელი

1795117072
ტრაგედიისას დაღუპულის ახლობელი

ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა ახლობელი „კვირის პალიტრასთან“ ტრაგედიის დეტალებსა და მრავალშვილიან ოჯახზე საუბრობს.

მისი თქმით, ნინოსა და მის მეუღლეს ხუთი შვილი ჰყავდათ და ბედნიერად ცხოვრობდნენ, თუმცა დაუდევრობას ოჯახის ორი წევრი შეეწირა, ხოლო გადარჩენილი 3 წლის თაიას პოვნის შემდეგ გაჩენილი იმედი, რომ სხვებსაც ცოცხალს იპოვიდნენ, სამწუხაროდ, არ გამართლდა.

„უკარგესი, უსაყვარლესი ოჯახი ჰქონდათ. მიჭირს იმაზე ფიქრი, რომ ბავშვები დარჩნენ დედის გარეშე. 5 არაჩვეულებრივ შვილს ზრდიდა ნინო და მისი მეუღლე, ძალიან ბედნიერები იყვნენ, ძალიან ლაღები, კარგები და უცებ ყველაფერი თავზე ჩამოენგრათ. ვიღაცის დაუდევრობას შეეწირა მრავალშვილიანი ოჯახის ორი წევრი. სიტყვები არ მაქვს, რა ვთქვა სანუგეშო.

თაია რომ გამოჩნდა, მართლა მქონდა იმედი, რომ ამათაც ცოცხალს იპოვიდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა საუბედუროდ. ვუსამძიმრებ მის მეუღლეს, შვილებს და მთელ საქართველოს ამ დიდ ტრაგედიას”, - ამბობს დაღუპულის ახლობელი.

ცნობისთვის, ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 19 ნოემბერს დილით მოხდა. დაშავებული ოთხი ადამიანი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მაშველები 7 ადამიანს ეძებდნენ. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა 3 წლის ბავშვი ცოცხალი იპოვეს. მცირეწლოვანი კლინიკაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ნანგრევებში 5 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს, ხოლო დაკარგული კიდევ 1 ადამიანის ძებნა ამ დრომდე გრძელდება.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ „მეზიზღება ურანი-მარსის კვადრატი! ბათუმში სახლის ჩამონგრევაც ამ პლანეტების გააქტიურების პერიოდში მოხდა“ - ასტროლოგი ნინა ხომერიკი ფონიჭალის ტრაგედიაზე

⭕ „ნანგრევებიდან ამოყვანილი პატარა გოგონა სულ თვალწინ მიდგას“ - რას წერს ზურაბ შევარდნაძე ფონიჭალის ტრაგედიაზე

🎥 „გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნებოდა...“ - როგორია ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოყვანილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

წყარო: kvirispalitra.ge

✕