გიორგი მიქაუტაძის შესახებ კომენტარი ფრანგულ მედიასთან საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ასისტენტმა ადელ შედლიმ გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, მიქაუტაძე კარგი ბიჭია, მშრომელი და მას „ლიონში“ მხარდაჭერა სჭირდება.
„ის კარგი ბიჭია, მშრომელი და ძალიან ძლიერი. მას დრო უნდა მისცეთ და რაც მთავარია, უნდა გაამხნეოთ და მის მიმართ პოზიტიური განწყობა გამოავლინოთ. თუკი გსურთ, რომ თქვენთვის კარგი შედეგები დადოს, მის მიმართ კეთილგანწყობილები უნდა იყოთ“, - განაცხადა ადელ შედლიმ.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 ილია თოფურია - „2025 წელს ბრძოლას „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ჩავატარებ“