Digest Logo

„მისი მადლიერი ყოველთვის ვიქნები...“ - სოფო ნიჟარაძის ემოციური მიმართვა

1674126926
სოფო ნიჟარაძე

„როცა მასთან გადავიკვეთეთ, შიში მქონდა, მაგრამ ბუბას ლეგენდარულობა იმაში მდგომარეობდა, რომ მისთვის ასაკობრივი ბარიერი არ არსებობდა“ - მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ ის პერიოდი გაიხსენა, როცა ,,ვერის უბნის მელოდიებზე" მუშაობისას ვახტანგ კიკაბიძესთან ერთად მუშაობა მოუხდა.

„არც მე და არც გურამ საღარაძე ამ ქალის ფრჩხილის ფასად არ ვღირდით, ჩვენზე ბევრად მაღლა იდგა“ - ბუბა კიკაბიძე

„ბევრჯერ გადავეკვეთე, მქონდა ეს ბედნიერება, პირველად ეს იყო ,,ვერის უბნის მელოდიების" დროს. თავიდან, სიმართლე ითქვას, მქონდა შიში და მოკრძალება, რომ ამხელა ლეგენდასთან ერთად მიხდებოდა სცენაზე დგომა, თამაში, სიმღერის შესრულება, მაგრამ მისი ლეგენდარულობა იმაში მდგომარეობდა, რომ მასთან ბარიერი არ არსებობდა, არც ასაკობრივი, არც არანაირი, ყველანაირ სტრესს და უხერხულ მდგომარეობას ისე გიხსნიდა, რომ რაღაცნაირად თავისუფალი ხდებოდი. მისი მადლიერი ყოველთვის ვიქნები, რადგან მის კონცერტებზე ყოველთვის მპატიჟებდა. მუდამ ჩვენს გულებში იქნება“, - განაცხადა სოფო ნიჟარაძემ.  

აგრეთვე დაგაინტერესებთ⤵️

🎥 „ჩემთვის არავის არაფერი უჩუქებია“ - სოფო ნიჟარაძე სააკაშვილის მეოთხე შვილისთვის ნაჩუქარ ბინაზე

როგორ სახლში ცხოვრობს ბუბა კიკაბიძე - დაათვალიერეთ ფოტოები

ბუბა კიკაბიძე ე.წ კანონიერ ქურდებთან ერთად - რა ფოტოს აქვეყნებს გაბრიჭიძე