Digest Logo

🎥 მითია თუ რეალობა, რომ ჩანთის ტარება სქოლიოზს იწვევს: რა არის ხერხემლის დეფორმაციის პირველი ნიშნები? - ირაკლი ვარძუკაშვილის განმარტება

1792050989
ირაკლი ვარძუკაშვილი

სქოლიოზი არის ხერხემლის სვეტის პათოლოგიური გვერდითი გამრუდება ფრონტალურ სიბრტყეში. ბუნებრივ მდგომარეობაში ხერხემალი სწორი უნდა იყოს, თუმცა სქოლიოზის დროს ის იღებს C-ს ან S-ის ფორმას და თან ახლავს მალების როტაცია {შემოტრიალება}. დაავადება ყველაზე ხშირად მოზარდობის ასაკში, აქტიური ზრდის პერიოდში {10-დან 16 წლამდე} ვლინდება და გოგოებში უფრო ხშირად პროგრესირებს.

რა არის ხერხემლის დეფორმაციის პირველი ნიშნები? როდის და რა სპეციალობის ექიმს უნდა მივმართოთ? როგორ ვუმკურნალოთ სქოლიოზს? - აღნიშნულ თემებზე  მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ექიმი ორთოპედ-ტრავმატოლოგი და ვერტებროლოგი ირაკლი ვარძუკაშვილი პოდკასტში „ჩერის სივრცე“ საუბრობს:

„მითი, რომ ჩანთა სქოლიოზს იწვევს, არის ტყუილი! ბავშვი როგორც კი შედის პირველ კლასში, აუცილებლად უნდა გაკეთდეს შემოწმება ორთოპედის მიერ, რომ შეფასდეს სწორად ხერხემალი, შეიძლება არაფერი ასიმეტრია არ ჰქონდეს, მაგრამ რუტინულად უნდა გაკეთდეს ეს, რომ შეფასდეს. ბავშვი გადადის რაღაც ჩარჩოებში, იქ ჯდომა მოუწევს, იქ ჩანთის ტარება მოუწევს. 

ჩანთის ტარება სქოლიოზს არ იწვევს, მაგრამ დისკომფორტი შეიძლება მისცეს. შეიძლება იმ ბავშვს აქვს ცოტა მოხრილობა, ცოტა კიფოზი, ცოტა ლორდოზი და ეს გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ მაგალითად, პირობითად იჯდეს არა 30 წუთი, არამედ 25 წუთი. 

ნიშანი იმისა, რომ დედა როგორ უნდა მიხვდეს, აუცილებლად არის ასიმეტრია, ვიზუალი! რომ შეხედავს ბავშვს ზურგზე, ბეჭები უნდა იყოს ასიმეტრიული, შეიძლება მენჯიც ასიმეტრიული იყოს, აი, ვიზუალური ნიშანი არის პირველი. 

პირველი ნიშანი საწყისად მოდის 8-10 წლის ასაკში, შემდეგ უკვე აქტიურად უნდა იყოს განხილული კონსულტაციები, ბიჭებში პუბერტატს, ანუ წვერ-ულვაშის წამოსვლიდან უნდა სადღაც 2 წელი, გოგოებში ციკლის დაწყებიდან ორი წლის განმავლობაში.

აი, ამ პერიოდში უფრო მეტად მძაფრდება ხერხემლის დეფორმაციები და კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს არის გოგოების პრობლემა, სადღაც პირობითად 7-8 გოგოზე მოდის ერთი ბიჭი, ეს სტატისტიკაა, ამიტომ უფრო მეტი ყურადღება გოგოების მშობლებს უნდა ჰქონდეთ“, - ამბობს ირაკლი ვარძუკაშვილი.

ვრცლად, იხილეთ ვიდეო👇

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕გულის ინფექციებთან საბრძოლველად პაწაწინა რობოტები შექმნეს - ისინი წამლებს პირდაპირ სამიზნეს მიაწვდიან

🎥 „12 საფლავი გაქურდა, ღობეებიდან ლითონის დეტალები მოიპარა“ - რა მოხდა ზესტაფონში

🎥 იცოდით, რომ საკეისრო კვეთის შემდეგ არსებობს მეორადი უშვილობის განვითარების რისკი? - რას ამბობს მანანა მგალობლიშვილი

✕