
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიუსაფარი ძაღლის ასაფეთქებელი ნივთიერებით მძიმედ დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
ვიდეო დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა.
სავარაუდოდ, არასრულწლოვნებმა მიუსაფარ ძაღლს პირში ასაფეთქებელი ნივთიერება ჩაუდეს. შემთხვევა წყალტუბოში მოხდა. ცხოველს პირის ღრუ დამწვარი აქვს და მისი მდგომარეობა მძიმეა.
მიუსაფარი ძაღლი სამკურნალოდ თბილისში გადმოიყვანეს.
გამოძიება სისხლის სამართლის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველის წამებას ან სასტიკ მოპყრობას ითვალისწინებს და ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-იდან 240 საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵🎥 „ჩემი უსაყვარლესი“ - რა ვიდეოს აქვეყნებს ლაშა ბექაური?
🔵 🎥 „მე ჩემი ცხოვრება მაქვს“ - რას ამბობს დავით გიორგობიანი ნენე ქურდაძის შესახებ