
18 წლის ქართველი მოდელი ანასტასია შოშიტაიშვილი, რომელიც მილანის მოდის კვირეულზე იმყოფება და Luisa Baccaria-ს ჩვენებაზე მიიღო მონაწილეობა გადაცემა „იმედის დღეში“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც წარმატებული კარიერის შესახებ ისაუბრა.
„17 წლის როცა გავხდი მივედი სამოდელოში. ძალიან ბევრი ვიმუშავე, ოჯახი, მეგობრები და ნინო ცქიტიშვილი დამეხმარა. რთული გზა იყო, მაგრამ ღირდა.
როცა ნინო ცქიტიშვილთან მივედი და მითხრა, რომ არ ვჯდებოდი მოდელის პარამეტრებში დავიკელი 12 კილო, მეორე დღესვე შევცვალე ჩემი ცხოვრების წესი. მივხვდი, რომ შემეძლო ჩემი გარეგნობის გამოყენება ამ სფეროში. ისე მიყვარს ეს საქმიანობა, რომ შემიძლია ბევრ რამეზე უარი ვთქვა.
ბევრი სტერეოტიპი იყო, რომ მოდელები უჟმურები არიან, მაგრამ მივხვდი რომ ისინი ყველაზე მხიარული და კონტაქტური ხალხია.
ვსწავლობ, წიგნები გადაღებაზე დამაქვს, რომ ამბობენ, ერთად არ გამოვაო სწავლა და მოდელობა, მე ნამდვილად ვუთავსებ, იმიტომ რომ ორივე მაინტერესებს“, - ამბობს ანასტასია შოშიტაიშვილი.
უფრო ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „რა კარგები ხართ“- ლუკა ლოჩოშვილი მეუღლესთან ერთად იტალიიდან გადაღებულ კადრებს აქვეყნებს
⭕„მამიკოს ასლიაო?“ - ბლოგერი სოფია კვინიკაძე შვილის ახალ ფოტოებს აქვეყნებს