
ამერიკაში მცხოვრები მუსიკოსი, შემსრულებელი ნუცა შანშიაშვილი საზოგადოებისთვის საყვარელი არტისტია. იგი განსაკუთრებულად უყვართ, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ამასთან დიდი პოპულარობით სარგებლობს ნუცასა და ანრი ჯოხაძის დუეტი – „მაჩუქე ფრთები“.
არტისტი დიდხნიანი პაუზის შემდეგ სოციალურ ქსელში „იუთუბის“ არხით დაბრუნდა, სადაც იმ ემიგრანტებზე საუბრობს, რომლებიც საზღვარგარეთ მოხუცებს უვლიან.
ამჯერად იგი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ქალებს უზიარებს ვარჯიშის შესახებ რჩევებს.
„ქალებო ეს შეგვიძლია ჯიმის გარეშე სახლშიც ვაკეთოთ, ძალიან საჭირო და სასარგებლო ვარჯიშია, ასაკში მით უმეტეს!
შეგიძლიათ დაიწყოთ ნაკლები ჩაკუზვით! ეს ვარჯიში გვიცავს ოსტეოხონდროზისაგან, ჰორმონალური დისბალანსისაგან და რაც მთავარია თითქმის ყველა კუნთი მუშაობს! ბედნიერება და ჯანმრთელობა ჩემო საყვარელო ქალებო“, - წერს ნუცა შანშიაშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕სოფელ უდეში დაკარგული 15 წლის თორნიკე გვარამაძე გარდაცვლილი იპოვეს
⭕„ისეთი ოჯახი მაქვს, რომ საკუთარი ოჯახის მიმართაც ბევრი მოთხოვნა მექნება...“ - მანუ მურღულია
⭕ნანა ლორთქიფანიძის ქალიშვილი რეზი არველაძის უფროს ვაჟს გაჰყვა ცოლად - წყვილი შვილს ელოდება