მომღერალი ნატო მეტონიძე სტუმრად გადაცემაში „ჩემი საქართველო“ იმყოფებოდა სადაც მშობლიურ მხარეზე რაჭაზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, რაჭა ზრდასრულ ასაკში გაიცნო და შეიყვარა:
„ასპროცენტიანი, ჭეშმარიტი რაჭველი გახლავართ. დიდი მადლობა მოწვევისთვის, ბავშვობაში ვარ ბებიის დასთან ნამყოფი, სოფელ ჩორჯოში. ვიზუალური მეხსიერებით მახსოვს. ძალიან ზრდასრულ ასაკში გავიცანი რაჭა. მივხვდი როგორ ხდება ერთი ნახვით შეყვარება. ერთია როცა სისხლით გრძნობ, მეორე როცა დილით იღვიძებ და ამ ბუნებას უყურებ, სადაც ყველაფერი გამჭვირვალეა. ძალიან შინაური ხარ. მას მერე არ მიკვირს რაჭაზე საქებარი და უპირობო სიყვარული“, - ამბობს ნატო მეტონიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 მამა გაბრიელი – სალოსობის გზით სულიერი სიმაღლის მიღწევა
🎥 ყავების აფიორა, რომლითაც საწამლავს გასმევენ - რას გვირჩევს ნუტრიციოლოგი