Digest Logo

მხატვარი და მოქანდაკე ზურაბ წერეთელი გარდაიცვალა

1745302533
ზურაბ წერეთელი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა,

მხატვარი და მოქანდაკე ზურაბ წერეთელი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია, ხელოვნებათმცოდნე ქსენია კორობაინიკოვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ზურაბ წერეთელი გარდაიცვალა. დიდი მხატვარი. დიდი ადამიანი. დიდი მოქალაქე. დიდი მეცენატი. ის 92 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა. სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს და რუსეთის სამხატვრო აკადემიას“, - წერს კორობაინიკოვა „ტელეგრამ“ არხზე.

ზურაბ წერეთელი 1997 წლიდან რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტი იყო.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ქართული ენა, სავალდებულო საგანი ყველა ფაკულტეტისთვის - 20-წლიანი პაუზის შემდეგ, უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სავალდებულო სწავლება ბრუნდება

⭕რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიალისთვის მზადების გამო იტალიის დედაქალაქის თავზე ფრენა აიკრძალა

⭕+28 გრადუსი - როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში