Digest Logo

„მოერიდეთ მზის სხივების ქვეშ ხანგრძლივად ყოფნას...“ - ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძისგან

1751987576
კობა ფარტენაძე

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზს გვიზიარებს და მოსახლეობას მოსალოდნელი მაღალი სიცხის შესახებ აფრთხილებს:

„მომდევნო დღეების ამინდზე სუბტროპიკული ანტიციკლონი მოახდენს დიდ გავლენას, ამიტომ სიცხე „რეალური“ იქნება.

კვირის განმავლობაში +30 გრადუსზე მეტი ტემპერატურაა პროგნოზირებული.

სიცხის ტალღა კულმინაციას ხუთშაბათს - პარასკევს, 10-11 ივლისს მიაღწევს. გათვლებით, ტემპერატურამ შესაძლოა დასავლეთის დაბლობზე +36…+38 გრადუსს მიაღწიოს, აღმოსავლეთის ბარში +32…+34 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო სანაპირო კურორტებზე +33…+35 გრადუსი.

ასე, რომ უახლოეს დღეებში ამინდი ცხელი და ძირითადად მშრალი იქნება, მხოლოდ მთიან ზონაში შესაძლოა ლოკალიზდეს ხანმოკლე წვიმა და ჭექა-ქუხილი.

ასევე გაითვალისწინეთ, მზის ძალიან მაღალი აქტივობა და დამცავი საშუალებების გარეშე მოერიდეთ მზის სხივების ქვეშ ხანგრძლივად ყოფნას“, - წერს კობა ფარტენაძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 რატომ აქვს ადამიანს აზროვნების უნარი და თავისუფლება? - დეკანოზ თეოდორე გიგნაძის განმარტება

⭕„რაღაც ჩამიყარეს...სავარაუდოდ ნარკოტიკით გამთიშეს“ - ფოტოგრაფის სახიფათო მოგზაურობა ეკვადორში, გიორგი ჯობავა პირველ კომენტარს აკეთებს!

🎥 „თათული, რომელიც მთელ საქართველოს უყვარს თურმე ცხვირწინ მყოლია“ - რას წერს მაკა ზამბახიძე