Digest Logo

🎥 რატომ აქვს ადამიანს აზროვნების უნარი და თავისუფლება? - დეკანოზ თეოდორე გიგნაძის განმარტება

1751981419
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

ქადაგებების ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე, ქადაგებიდან მორიგი ამონარიდი გავრცელდა, სადაც იგი ადამიანის აზროვნების უნარზე საუბრობს:

„ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ჩვენ არ დავიყვანებით ბიოლოგიურ სხეულზე, თმის ღერზე ან რაიმე ორგანოზე.

ჩვენ გაცილებით მეტნი ვართ, ვიდრე გარეგანი ფიზიკური სხეული. ფიზიკურ სხეულს ის მოაზროვნეობა და თავისუფლება ვერ გააჩნია.

არ შეიძლება მას გააჩნდეს.

რა თქმა უნდა მას აქვს ტვინი, მას აქვს გული, მისწრაფებები, მაგრამ ეს ცხოველსაც გააჩნია. ცხოველსაც გააჩნია ინსტინქტები, გარკვეული მისწრაფებები, მაგრამ ჩვენ ცხოველზე ვერ ვიტყვით, რომ ის არის მოაზროვნე და თავისუფალი. ეს არ არის ხორცის თვისებები, ეს არის სულის.

ადამიანს აქვს გონიერი სული და ამას ემატება ისიც, რომ ადამიანში საღვთო მადლია, რომლის გარეშეც ადამიანი არ არის.

ადამიანმა უნდა იცხოვროს ღვთის ხატებისა და მსგავსებისაებრ, როგორც გონიერ და თავისუფალ არსებას შეეფერება. და თუ ადამიანი არ ცხოვრობს, როგორც მოაზროვნე და თავისუფალი არსება, ძალიან ცუდია, რადგან მას ეს ყველაფერი მიეცა იმიტომ, რომ შეიმეცნოს ღმერთი“, - ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე.


⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„რაღაც ჩამიყარეს...სავარაუდოდ ნარკოტიკით გამთიშეს“ - ფოტოგრაფის სახიფათო მოგზაურობა ეკვადორში, გიორგი ჯობავა პირველ კომენტარს აკეთებს!

🎥 „თათული, რომელიც მთელ საქართველოს უყვარს თურმე ცხვირწინ მყოლია“ - რას წერს მაკა ზამბახიძე

⭕🎥 „მონაწილეობას ულაპარაკოდ დავთანხმდი“ - თათული ედიშერაშვილის შთაბეჭდილებები მეგა შოუ „ვინ ვინ არის“ მონაწილეობაზე