Digest Logo

🎥 „მოგებული თამაშის შემდეგ მაისურის გაცვლა ვთხოვეთ და არ გაგვიცვალეს...“ - გიორგი გოჩოლეიშვილი ჩემპიონთა ლიგაზე და ბარსელონასთან თამაშზე

1747511363
გიორგი გოჩოლეიშვილი

სპორტული გვერდის Geo Team-ის დამფუძნებელი, სპორტული ჟურნალისტი საბა საპანაძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და საზოგადოებას სიახლეებს მუდმივად უზიარებს.

აღსანიშნავია, რომ საბა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გვერდით აქტიურად იმყოფება და სიახლეებთან ერთად ფეხბურთელების სახალისო ვიდეოებს გვიზიარებს.

ამჯერად იგი ინტერვიუს გიორგი გოჩოლეიშვილთან აქვეყნებს, სადაც მან ჩემპიონთა ლიგაზე გასვლასა და „ბარსელონასთან“ თამაშზე ისაუბრა:

„ეგ დღე ჩემ ცხოვრებაში დაუვიწყარი არის და მაგ თამაშში სასტარტოში დამაყენეს. უეცრად ტრავმა მიიღო ჩემმა კონკურენტმა. ძალიან მოტივირებული ვიყავი, რადგან „ბარსელონა“ ჩემი ოცნების გუნდია ბავშვობიდან. მინდოდა „ბარსელონასთან“ თამაში და მაგ ფაქტორმა ითამაშა დიდი როლი, რომ გავედი ჩემპიონთა ლიგაზე და საკმაოდ კარგი თმაში გამოვიდა.

განცდა მქონდა, რომ ვეთამაშებოდი ჩვეულებრივ ადამიანებს. შემიძლია გავაკეთო რაღაც და ისე შეეძლოთ გაეკეთებინათ იმათაც - ამ განწყობით გავედი. ისეთ ემოციებში ვიყავი კარგა ხანს გამყვა. ლამინ იამალი სასწაული ფეხბურთელია. რომ ვეთამაშეთ ნაკრებთან ერთად მაშინაც დავინახე, სხვა დონეზეა, მაგრამ რაღა უნდა გააკეთოს არ ვიცი. 

მოგებული თამაშის შემდეგ ბარსელონას მაისურის გაცვლა ვთხოვეთ და არ გაგვიცვალეს, იმიტომ რომ ძალიან გაბრაზებულები იყვნენ და არ გაგვიცვალეს“, - იხსენებს გიორგი გოჩოლეიშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „როგორც კი გამოჩნდა ეგრევე მივიღე გადაწყვეტილება...სულ ვნერვიულობდი ჩემ ოჯახზე“ - რას ჰყვება გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერაზე?

⭕„ყველგან და ყველაფერს რომ ანათებს...“ - ალექსანდრა პაიჭაძე ახალ კადრებს აქვეყნებს

⭕„ქოჩორ მადლობა თორე, ახლაც ჩემთან იქნებოდა...“ - საბა საპანაძის ესპანური მოგზაურობა ქართველ ფორვარდებთან