ტელეწამყვანი თათია შარანგია ჯარჯი თორაძეზე დაქორწინდა. მათ დღეს ქორწილი აქვთ. წყვილმა ჯვარიც დაიწერა.
აღსანიშნავია, რომ ტელეწამყვანი დღეს იუბილარია, სწორედ ამ დღეს დაამთხვია ქორწილიც, რომელიც „მარანი ჰოლში“ იმართება.
„დღეს ჩემთვის დაიბადა ადამიანი – მადლობა უფალს, რომ ყველა გზა გაგვატარა და ერთმანეთს შეგვახვედრა! გილოცავ, თათი და ვულოცავ ჩემს თავს, რომ მყავხარ და ჩემი ხარ და ჩემთვის ხარ!.. მიყვარხარ უკიდეგანოდ და უსასრულოდ!“, - წერს ჯარჯი თორაძე.
ჯვრისწერისა და ხელის მოწერის ცერემონიალს უამრავი ცნობილი სახე ესწრებოდა, მათ შორის არიან ქეთი სიჭინავა, ავთანდილ ცქვიტინიძე და ზურა მგალობლიშვილი.
იხილეთ, კადრები ქორწილიდან👇
ასევე დაგაინტერესებთ:
ნახეთ, როგორ გამოიყურება თათია შარანგია თეთრ საპატარძლო კაბაში