სოციალური ქსელის მომხმარებელმა მარია ზოიძემ ფეისბუკ გვერდზე ვიდეოს გაავრცელა და დაწერა, რომ რესტორან „რეტროს“ მფლობელმა ერთ-ერთ მიმტანს ხელით შეეხო და ფიზიკურად იძალადა.
აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი გამოეხმაურა.
„აი, ასე ძალადობენ სამსახურების უფროსები საკუთარ თანამშრომლებზე.
ცა და დედამიწა მათი ჰგონიათ, ყველაფრის უფლებას აძლევენ თავს. თანამშრომლების უმრავლესობა ხმას ვერ იღებს სამსახურის დაკარგვის შიშით და დაგროვილ სიბრაზეს ოჯახში აფრქვევს. ასე იკვრება ძალადობრივი წრე.
რესტორან „რეტროს" მეპატრონის ეს საქციელი ძალადობის, განუკითხაობის, თანამშრომელთა უპატივცრმულობის კლასიკური მაგალითია.
მფლობელი თუ ხელმძღვანელი რომ ხარ, სამსახურის წარმატება თუ გინდა, თანამშრომლების ღირსება არ უნდა დაამცირო, მით უფრო, საჯაროდ“, - წერს გოგა ჩანადირი.
ასევე დაგაინტერესებთ:
ნახეთ, როგორ გამოიყურება თათია შარანგია თეთრ საპატარძლო კაბაში
🎥 „ზედმეტი ფული არავის არ აწყენს! ძალიან მაგარი ამბავი მაქვს“ - დათო ლიკლიკაძის საგანგებო მიმართვა