ლისაბონის „ბენფიკას“ „სენტ-ეტიენის“ ფეხბურთელის, ზურიკო დავითაშვილის შეძენა სურს და ტრანსფერზე მუშაობაც დაიწყო.
როგორც პორტუგალიელი ჟურნალისტი ლუიშ პინტო კოელიო სოციალურ ქსელში წერს, „ბენფიკას“ ტრანსფერის თაობაზე „სენტ-ეტიეთან“ პირდაპირი მოლაპარაკებები დაწყებული აქვს. ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია.
ქართველი ფეხბურთელი „ბენფიკას“ გარდა, არაერთ გუნდს დაუკავშირეს, მაგრამ როგორც ჩანს, პორტუგალიური კლუბი ყველაზე სწრაფად მოქმედებს და შეიძლება ტრანსფერი დააჩქაროს.
ფრანგული პრესის ცნობით, „სენტ-ეტიენი“ ზურიკოს დაახლოებით 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევა. სხვა დეტალები ბენფიკასთან დაკავშირებით ჯერ უცნობია, მაგრამ ქართველი ფეხბურთელი უკვე დაუკავშირეს ჰოფენჰაიმს, ევერტონს, ტრაბზონსპორს, რენს, ფენერბაჰჩეს, ბეშიქთაშსა და პანათინაიკოსსაც. თუმცა, როგორც ჩანს, პირველი კონკრეტული ნაბიჯები ბენფიკამ გადადგა.
ზურიკო დავითაშვილმა სეზონი ყველა ტურნირზე 33 მატჩში 16 გოლით და 5 საგოლე პასით დაასრულა. ის ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს. „სენტ-ეტიენმა“ ლიგა 1-ში გადასვლა ვერ მოახერხა, ამიტომ, მოსალოდნელია, რომ დავითაშვილი გუნდს დატოვებს. ფრანგული მედიის ცნობით, კლუბი მას 15 მილიონ ევროდ აფასებს და რამდენიმე გუნდია დაინტერესებული.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ბანანი, კვერცხი, ქათამი და ყველი - რა დრო სჭირდება ორგანიზმის სხვადასხვა პროდუქტის მონელებისთვის?