ოქტომბერი მხედველობაზე ზრუნვის თვეა, რომლის მთავარი გზავნილი თვალის ჯანმრთელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და პროფილაქტიკური გამოკვლევების წახალისებაა.
ხშირად თვალის დაავადებები საწყის ეტაპზე შეუმჩნევლად ვითარდება, ამიტომ მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ რა ნიშნებს უნდა მივაქციოთ ყურადღება და როგორ შევინარჩუნოთ მხედველობა. აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „იმედის დილა“ ოფთალმოლოგმა თეკლა მამაგეიშვილმა ისაუბრა:
„გვიყვარდეს თვალები გულისხმობს, გავუფრთხილდეთ მხედველობას და ვიზრუნოთ მასზე. ყველა პროფესიის, ასაკის ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მხედველობა, გარე სამყაროს 80% ადამიანი სწორედ თვალით აღიქვამს.
მხედველობაზე ზრუნვა მოიცავს რამდენიმე ფაქტორს, ერთ-ერთია საზოგადოების ინფორმირება, გათვალისწინებული უნდა იყოს რისკფაქტორები, უნდა მოხდეს დროული დიაგნოსტიკა.
განსაკუთრებით საშიში დაავადებებია ის, რაც თვალის ბადურას აზიანებს. ყველა დაავადებას ახასიათებს სტადიურობა, ანუ თანმიმდევრული განვითარება, იწყება, ვითარდება და ა.შ. ბევრი დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ამიტომ მნიშვნელოვანია სკრინინგი, დროული დიაგნოსტიკა, რომ საწყის ეტაპზე მოხდეს აღმოჩენა და მკურნალობა“, - ამბობს თეკლა მამაგეიშვილი.
ვრცლად, იხილეთ ვიდეო 👇
ასევე დაგაინტერესებთ: