Digest Logo

🎥 „მონაწილეობას ულაპარაკოდ დავთანხმდი“ - თათული ედიშერაშვილის შთაბეჭდილებები მეგა შოუ „ვინ ვინ არის“ მონაწილეობაზე

1751967106
თათული ედიშერაშვილ

მეგაშოუს „ვინ ვინ არის“ მე-4 სეზონის მერვე ეპიზოდი შედგა.

ეპიზოდში მაყურებლის წინაშე წარდგნენ: პუპი, მედუზა, კენგურუ, პანტერა და ფარაონი.

გულშემატკივართა რჩეულები იყვნენ: მედუზა, პანტერა და კენგურუ ისინი გადავიდნენ შემდეგ ტურში.

დარჩენილი ორი თოჯინადან - პუპი და ფარაონი, ჟიურიმ მეგაშოუში ფარაონი დატოვა.

პუპის ნიღაბი თათული ედიშერაშვილს ჰქონდა მორგებული. მან ემოციების და შთაბეჭდილებების შესახებ გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა. 

„ჩემო პუპი შენ მაჩუქე საუკეთესო ისტორია, რომელიც დარჩება ერთ-ერთ საუკეთესო მოგონებად ჩემს ცხოვრებაში.

ეს იყო საინტერესო და უცნაური გამოწვევა.

მოგონილი თოჯინაა, თავიდან მეც არ ვიცოდი როგორი ხასიათი უნდა მქონოდა, რა უნდა მექნა, თუმცა თვითონ მომცა ეს ხასიათი. 

ეს იყო ერთადერთი მეგა შოუ, რომელში მონაწილეობას ულაპარაკოდ, უსიტყვოდ და დიდი სიხარულით დავთანხმდი, რადგან მსახიობისთვის ეს არის საინტერესო პროცესი.

ძალიან სასიამოვნოა, როდესაც გადარებენ შენთვის საყვარელ მსახიობს, მომღერალს და ბევრ სახელოვან ადამიანს“, - ამბობს თათული ედიშერაშვილი.

ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „არ არის სასურველი ზედმეტი გულახდილობა და ნდობა ადამიანების მიმართ“ - 8 ივლისის ასტროლოგიურ პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

⭕ალექსანდრა პაიჭაძე თეთრ მოკლე კაბაში პოზირებს - „შეუდარებელი ხარ“

🎥 „თათული, რომელიც მთელ საქართველოს უყვარს თურმე ცხვირწინ მყოლია“ - რას წერს მაკა ზამბახიძე