29 აგვისტო - დღე დაბნელების შემდეგ:
28 აგვისტოს სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელება იყო, რომელმაც დაბნელებების დერეფანი საბოლოოდ დახურა.
მინდა, ერთ მნიშვნელოვან საკითხზე გავამახვილო თქვენი ყურადღება: ყველაფერი, რაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ხდებოდა, შესაძლოა მომდევნო ორი წლის მოვლენების საფუძველი გახდეს, ამიტომ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არ დაანგრიოთ ის, რაც თქვენთვის ძვირფასია.
⚠️ ნუ აუწევთ ხმას, ნუ იკამათებთ და ნუ მოახდენთ სხვებზე ზეწოლას. 20-ის ენერგია სურვილს აძლიერებს, დაამტკიცოთ საკუთარი სიმართლე, უკარნახოთ სხვებს პირობები, ზეწოლა მოახდინოთ პარტნიორზე ან ურთიერთობის გარკვევა დაიწყოთ.
ხოლო 20-ის გავლით გამოვლენილმა 2-ის მისიამ შესაძლოა პარტნიორული ურთიერთობები განულებამდე მიიყვანოს.
თუ დღეს კამათს დაიწყებთ, კონფლიქტი შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს, ამიტომ თუ გრძნობთ, რომ ემოციები გძლევთ:
💧 გადით სხვა ოთახში
💧 დალიეთ ერთი ჭიქა წყალი
💧 მიიღეთ შხაპი
💧 თუ შესაძლებლობა გაქვთ, იცურავეთ ღია წყალში.
ყურადღება გადაიტანეთ იმაზე, რისი შექმნაც გსურთ და არა იმაზე, რისი დანგრევაც გინდათ. შხაპის მიღებისას შეგიძლიათ გაიმეოროთ: მე ვიშორებ ყველაფერ ცუდს. მე ვირჩევ სიყვარულს. მე ვირჩევ წარმატებას. მე ვირჩევ სიუხვეს. მე გახსნილი ვარ ყოველივე საუკეთესოსთვის. დღეს აუცილებლად გადით სახლიდან და ეწვიეთ ახალ ადგილებს. თეატრი, გამოფენა, მუზეუმი, ახალი პარკი ნებისმიერი სივრცე, სადაც აქამდე არ ყოფილხართ. ბევრი იარეთ, იმოძრავეთ და ადამიანებთან ურთიერთობა დაამყარეთ.
💆♂️ ასევე შესანიშნავი დღეა მასაჟისა და ნებისმიერი პროცედურისთვის, რომელიც სხეულს მზრუნველობას, სასიამოვნო შეხებასა და მოდუნებას ჩუქნის.
❤️ აუცილებლად დაურეკეთ დედას. გაახარეთ, უთხარით თბილი სიტყვები, გაუკეთეთ პატარა საჩუქარი ან უბრალოდ ჰკითხეთ, როგორ არის.
დღევანდელი ამოცანა მარტივია:
არ დავანგრიოთ — შევქმნათ, არ ვიკამათოთ — გვიყვარდეს, ცუდზე არ ჩავიციკლოთ — საკუთარი თავი წარმატებისა და სიუხვისკენ მივმართოთ.
იყავით ბედნიერები, საყვარელი ადამიანები და იცხოვრეთ სიუხვეში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕მხსნელის სინდრომი: რატომ გვგონია, რომ ყველა ჩვენ უნდა გადავარჩინოთ?
⭕„უსაზღვრო სიყვარული...“ - ნანუკა გუდავაძის ახალი ფოტოები სოცქსელიდან