Digest Logo

„მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება“ - გარემოს ეროვნული სააგენტო საზოგადოებას აფრთხილებს

1784379812
ამინდი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 ივლისის დღის ბოლოდან 19 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

⭕ ასევე დაგაინტერესეთ:

⭕18 ივლისს იწყება ახალი ეპოქა - ურანისა და პლუტონის იშვიათი ტრინი ყველაფერს შეცვლის, რას წერს ასტროლოგი?

⭕„ერთი თავის დასასრული, მთელი ცხოვრების მიზნის დასაწყისი“ - ლიზა ჩიჩუა

⭕„რატომ ვწერ? ღმერთს რომ ველაპარაკო...“ - რას წერს გია მურღულია