Digest Logo

„მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა...“ - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

1775402640
კობა ფარტენაძე

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს ავრცელებს:

„მომდევნო დღეებში ქვეყნის მასშტაბით ცა კვლავ ღრუბლიანი იქნება. პერიოდულად მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ქარის გაძლიერება.

ჰაერის ტემპერატურა საშუალო მაჩვენებელზე დაბალი დარჩება და უახლოეს პერიოდში სტაბილური, მზიანი ამინდი არ არის მოსალოდნელი.

მიუხედავად იმისა, რომ წვიმა ხანმოკლე იქნება და არა ინტენსიური, ძლიერი ქარი და დაბალი ტემპერატურა საერთო სურათს უფრო მკაცრს გახდის.

მე მჯერა - თუნდაც ღრუბლებში, სადღაც ყოველთვის იმალება ფერადი რკალი, რომელიც სიხარულს მოგიტანთ“,- წერს კობა ფარტენაძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 მოძებნე შენი ზოდიაქოს ნიშანი და გაიგე რა გელოდება აპრილში - რა რეკომენდაციას გვიზიარებს თაკო მელიქიშვილი

⭕„უფლის სიყვარულით ვიცხოვროთ...“ - მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას ბზობის დღესასწაულს ულოცავს

⭕Artmemis 2-ის ეკიპაჟმა მთვარისკენ მოგზაურობის ფოტოები გააზიარა