Digest Logo

„მოსალოდნელია კვლავ ხანმოკლე წვიმა და ელჭექი...“ - ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძესგან

1750165448
კობა ფარტენაძე

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში მიმდინარე დღეების ამინდის პროგნოზს გვიზიარებს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:

„გასული დღეები საქართველოში არასტაბილური და გრილი ამინდით გამოირჩეოდა, ტემპერატურამ +30, +35 გრადუსიდან მნიშვნელოვნად დაიკლო და შუადღისთვის +25 გრადუსს არ აღწევდა, კონვექციური ღრუბლიანობა დომინირებდა და მზიან ფანჯრებს კოკისპირული წვიმა ენაცვლებოდა.

დღეს, დღის მეორე ნახევრიდან და ხვალ (16-17 ივნისი) დასავლეთში ყველგან და აღმოსავლეთში ზოგან მოსალოდნელია კვლავ ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი წვიმა, ელჭექის დროს კი ქარის ხანმოკლე გაძლიერება.

საქართველოში ოთხშაბათს - დღისით გამოიდარებს და მზიანი ამინდია მოსალოდნელი კვირის ბოლომდე“, - წერს კობა ფარტენაძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ ლუკა მაისურაძე მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია

🎥 „საქართველოს სიამაყე შვილი ხარ“ - „მე ხომ შენი ლანდი ვარ“ როლიკო ოქროპირიძის შესანიშნავი შესრულება

🎥 „სოფლის ცხოვრებას სხვა ხალისი აქვს, აქ დილა სხვანაირად თენდება“ - შრომისმოყვარე მეცხვარე ბიჭის ამბავი