Digest Logo

„მოულოდნელმა გარდაცვალებამ საერთო დიდი გულისტკივილი გამოიწვია...“ - ილია მეორე სერაფიმე ჯოჯუაზე

1762598972
ილია მეორე

„მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის, მიტროპოლიტ სერაფიმეს (ჯოჯუა) მოულოდნელმა გარდაცვალებამ საერთო დიდი გულისტკივილი გამოიწვია“, - აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამძიმრის წერილში, რომელსაც საპატრიარქო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„იგი სოხუმიდან იყო და ქვეყნის განსაცდელმა, ბუნებრივია, მასაც ტკივილიანი ცხოვრება არგუნა; თუმცა, განსაცდელები შემდეგშიც არ ტოვებდა, მით უმეტეს მღვდელმთავრის ხარისხში ყოფნისას.

ის, რომ იგი გამოირჩეოდა გულწრფელობით, უშურველობით, თავმდაბლობით, უბრალოებით, შემნდობი ხასიათით, სიყვარულით, განუკითხველობით… განსაკუთრებულად გამოჩნდა მისი მოღვაწეობის ბოლო პერიოდში. ამ თვისებების გამო შეიყვარა იგი ხალხმა ბორჯომშიც, თბილისშიც და საერთოდ, ყველგან, სადაც კი მას მოუწია მსახურება.

ღმერთმა დალოცოს და სავანესა მართალთასა განუსვენოს მის უკვდავ სულს, ხოლო სასულიერო პირებს, მის სამწყსოს, ახლობლებსა და ყველა გულშემატკივარს მომადლოს მშვიდობა და მიტროპოლიტ სერაფიმესათვის ლოცვის ძალა“, - აღნიშნულია კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილში.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „როგორი კაცები გიზიდავთ? ის ვინც კომპლიმენტებს გეუბნება, საჩუქრებს გჩუქნის თუ ინტელექტუალური, ჭკვიანი“ - რას ამბობს თათია გარანიძე

„დიდი ბრძოლა და შრომა მოგვეთხოვება...“ - რატომ არის მნიშვნელოვანი სულიერი განვითარება?

„ჩაიწერე ერთი მიზანი ან იდეა, რომელიც დიდი ხანია გადადე... გადადგი პირველი ნაბიჯი“ - თაკო მელიქიშვილი 8 ნოემბრის ენერგიებზე