Digest Logo

🎥 „10 წლის შემდეგ, პირველად ვნახე ის ჯვარცმა, რომელიც მე სიზმარში ვიხილე“ - რას იხსენებს იღუმენია ელისაბედ ზედგინიძე

1715195173
იღუმენია ელისაბედ ზედგინიძე

„მამა ვიტალის ცხოვრება არის სასწაული. მე მას პირადად ვიცნობდი. დედამისმა სიზმარში ორი მზე ნახა, ეს რა არისო და ერთი შენს მუცელშია, მართლაც დაიბადა საოცარი ყმა. 

სასწაული, როცა მე გადამხდა, მაშინ ტაძრები არ იყო კეთილმოწყობილი. მამა გაბრიელი იყო ჩემი სულიერი მოძღვარი 3 წლის მანძილზე. მითხრა, რომ ცოტა ხანს წადი სახლში, მანამდე კი მამა ვიტალისთანო. 

 მივედი და ვფიქრობ, უკან დავბრუნდე, რა დროსაც უეცრად გაიღო კარი, გამოიხედა მამა ვიტალიმ, შემიყვანა და დაიწყო მეტანიების კეთება ჩემს წინაშე, თან ტიროდა, რატომ ფიქრობდი, რომ მე მკაცრი ვარო“, - ამბობს იღუმენია ელისაბედ ზედგინიძე.