Digest Logo

🎥 „მოვხვდი ოცეულში და ორ კვირაში მალაიზიაში ვიყავი...“ - თიკა ქოქაშვილის აზიური თავგადასავალი და პირველი ნაბიჯები კარიერაში

1771769735
თიკა ქოქაშვილი

ფენ-შუის სპეციალისტი თიკა ქოქაშვილი სტუმრად „იუთუბის“ გადაცემაში, სახელად „ველნეს პოდკასტი“ იმყოფებოდა, სადაც მნიშვნელოვან და საინტერესო თემებზე ისაუბრა.

თიკა ქოქაშვილმა გაიხსენა კარიერის პირველი ნაბიჯები და ისტორია, რომელმაც დიდი როლი ითამაშა პროფესიულ წინსვლაში:

„დავინტერესდი ლიტერატურით, რომელიც ფენშუის სწავლებას ეხებოდა. შემდეგ გამოცხადდა კონკურსი და მითხრეს რომ აზიაში უნდა წავსულიყავი სასწავლებლად. ჩემი ფოტოები მოითხოვეს, მათ შორის 10 წლის სხვაობით, აინტერესებდათ ტრანსფორმაცია როგორ განვიცადე.

არასოდეს დამავიწყდება შეგრძნება. 6-7 თვე გავიდა არავინ მეხმიანებოდა. უკვე აღარც მეგონა რომ ამირჩევდნენ. აპრილში ვნახე მეილი, ძალიან კარგად მახსოვს. მოვხვდი ოცეულში და სადღაც ორ კვირაში მალაიზიაში ვიყავი, სადაც დაიწყო ჩემი თავგადასავალი. გახდა ულამაზესი სამყარო ჩემთვის. თითქოს ყველაფერი ნაცნობი იყო. ბევრჯერ მომიწია ამის შემდეგ ჩასვლა. აღმოვჩნდი მისისაში.

შემდეგ დამაინტერესა როგორ მოვხვდი ოც კაცში. ჩემმა მასწავლებელმა მითხრა: რუკას როგორც კი ჩავხედე, მივხვდი რომ კარგი იყავი. მსოფლიოს მასშტაბებით იყო ეს კონკურსი და საბოლოოდ 10 აგვირჩიეს. საპასუხისმგებლო აღმოჩნდა“, - გაიხსენა თიკა ქოქაშვილმა.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ქალური ენერგია შემოდის მარცხენა მხარეს...“ - როგორ განვსაზღვროთ საუკეთესო მხარე ძილისთვის: ფენ-შუის სპეციალისტი გვირჩევს

🎥 როგორ გამოვიყენოთ კომპასი ფენ-შუის მიხედვით და რის მოგვარება შეგვიძლია ხელსაწყოთი: თიკა ქოქაშვილის რჩევები

⭕„საჭესთან 14 წლის ბავშვი იჯდა... ყოველთვის დაჰყავდა ხოლმე მანქანა, ხან ტრაქტორი“ - გურჯაანში მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის დეტალები