Digest Logo

მსახიობი იოსებ გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა

1733807053
 იოსებ გოგიჩაიშვილი

86 წლის ასაკში გარდაიცვალა მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი იოსებ გოგიჩაიშვილი. ინფორმაციას მარჯანიშვილის თეატრი ავრცელებს.

„მარჯანიშვილის თეატრი მწუხარებას გამოთქვამს ბატონი სოსოს გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს“, - ნათქვამია თეატრის განცხადებაში.

იოსებ გოგიჩაიშვილი სხვადასხვა წლებში იყო გორისა და რუსთავის თეატრების მსახიობი. 1976 წლიდან იყო მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი. გადაღებულია ფილმებში: „ერთი ცის ქვეშ“ (1961), „მე ბებია, ილიკო და ილარიონი“ (აგიტატორი, 1962), „შეხვედრა წარსულთან“ (აკია, 1966), „დათა თუთაშხია“ (ნიკიფორე ბუბუტეიშვილი, 1978), „ხსოვნა“ (1989), „თეთრი ბაირაღები“ (ზედამხედველი, 1990), „ღმერთო, რისი გულისთვის“ (უმადური, 2003) და სხვა.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ნებისმიერს რომ ჰკითხო ყველა იმას გეტყვის მე ღვთის შვილი ვარო, თან ამპარტავნულად ... ღვთის შვილობას დამსახურება უნდა“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე

„დანარჩენ ქვეყნებშიც ასე გაგრძელდება დიდხანს, რაც მე ვიწინასწარმეტყველე!“ - რას წერს ცირა კუპრაშვილი თურქეთში მომხდარ სტიქიაზე

„რატომ გახადე ამ სიცილის ნატრული შენი გამწარებული დედიკო“ - შოთო სიხარულიძე 9 თვის გარდაცვლილ ბავშვზე ინფორმაციას ავრცელებს