„ავერსი ფარმას“ მარკეტინგის სამსახურის წარმომადგენელი თაკო ცერცვაძე გარდაიცვალა.
სამწუხარო ინფორმაციას კომპანია სოციალურ ქსელში ავრცელებს და მოულოდნელად გარდაცვლილ თანამშრომელს ემოციურ სიტყვებს უძღვნის:
„ავერსი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ძვირფასი თანამშრომლის, კომპანიის მარკეტინგის სამსახურის წარმომადგენლის თაკო ცერცვაძის მოულოდნელი გარდაცვალების გამო.
თაკო 20 წელი იყო ავერსის დიდი ოჯახის წევრი.
საუკეთესო კოლეგა და მეგობარი, ორი არაჩვეულებრივი შვილის დედა.
განუზომელია ტკივილი, რომელიც მისმა წასვლამ თითოეულ ჩვენგანს მიაყენა.
ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს და თითოეულ ავერსელს“, - წერია სამძიმრის წერილში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„დნმ-ის ტესტმა გამაოცა - 74%-ით ქართველი ვარ“ - რას ამბობს თურქული სერიალების ვარსკვლავი?
⭕„დახარჯეთ ფული საკუთარ თავზე და გაანებივრეთ თავი“ - თაკო მელიქიშვილი 24 ნოემბრის ენერგიებზე