
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი ზვიად სვანაძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას თეატრის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
როგორც ცნობილია მსახიობი რამდენიმე თვის განმავლობაში მკურნალობდა.
ზვიად სვანაძემ არაერთი დასამახსოვრებელი როლი შექმნა თეატრში.
„ზვიად სვანიძე აღარ გვყავს“, - წერს მესხიშვილის თეატრი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵აბასთუმანში პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ახალი შენობები გაიხსნა