გადაცემა „პრაიმ შოუში“ მსახიობმა ლაშა ჯოხაძემ ქართულ მეტყველებაში უცხოური ჟარგონებისა და სლენგების ჭარბად გამოყენებაზე ისაუბრა.
როგორც მსახიობმა აღნიშნა, ენის გაუცხოებამ ისეთ მასშტაბს მიაღწია, რომ ახალგაზრდები იძულებულნი არიან მშობლებს ბანკებსა და ყოველდღიურ სივრცეებში თან გაჰყვნენ, რათა თანამედროვე ტერმინები და უცხოური სიტყვები განუმარტონ.
„ჩემი გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ მე ვარ 80-იანი წლების ბავშვი. საკმაოდ კარგად ვიცი ინგლისური, უკვე ისეთი დრო მოვიდა, რომ იძულებული ვარ ჩემ მშობლებს ბანკში ან სადმე გავყვე. რადგან ვუთარგმნო, იმდენ უცხოურ სიტყვას იყენებენ უკვე, რომ ჩემი ჩარევის გარეშე მშობლები საუბარს ვეღარ იგებენ.
ბოლოს ძალიან გავღიზიანდი იმაზე, როცა სოციალურ ქსელში წავაწყდი ვიდეოს და ერთი გოგო იძახდა mental breakdown-ი მჭირსო. ძალიან ცუდად იძახდა თან. ამაზე ჩავწერე ვიდეო, ვერ მოვითმინე.
ძალიან ბევრი ჟარგონით ვსაუბრობ, მათ შორის რუსულიც, ინგლისურიც, მაგრამ გამაღიზიანებელი ის არის, რომ სადაც არ არის აუცილებელი იქ არ უნდა გამოიყენო“, - აღნიშნა ლაშა ჯოხაძემ.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „თამილამ ჩემს ცხოვრებაში სიწყნარე და სტაბილურობა შემოიტანა“ - გიორგი წერეთელი მეუღლესთან ურთიერთობასა და ჰიტად ქცეულ სიმღერაზე
⭕ თბილისში ყიფშიძის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა
🎥 „არ უნდა იყოს სიშავისკენ წასული...“ - ირაკლი არაბულის რეკომენდაციები შებოლილ პროდუქტებზე