„ყოველ წელს, როცა გაზაფხული დგება, სითბო იმატებს, იღვიძებს ბუნება და დაძინებული ქვეწარმავლები. გველის გაღვიძება დამოკიდებულია გარემო პირობებზე, ანუ ტემპერატურაზე.
რაც უფრო მაღლა ადის ტემპერატურა, უფრო ხშირია ადამიანებთან შეხვედრა, რადგან გველების გადაადგილება უკვე გრილი ადგილებისკენ მიდის, სადაც უფრო შეაფარებენ თავს. გადამეტებული სიცხე გველს კლავს, ამიტომ ეძებენ ისეთ ადგილებს, სადაც გრილა: სარდაფი, სადარბაზო.
რაც შეეხება პრევენციულ ზომებს, არ არსებობს, რადგან რაც ადრე იყო ცნობილი, მაგალითად გოგირდი, რძე, ეს ყველაფერი მითებია“, - ამის შესახებ ჰერპეტოლოგმა შოთა ზანდუკელმა გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.