Digest Logo

🎥 „მსოფლიო ჩემპიონი რომ გავხდი, მამაჩემმა მითხრა თავში არ აგივარდესო“ - რას ჰყვება ნონა გაფრინდაშვილი

1717572135
ნონა გაფრინდაშვილი

ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი, გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ რუბრიკის სტუმარი იყო, სადაც რამდენიმე ისტორია გაიხსენა, ისაუბრა მის ახალ წამოწყებაზე და ახალგაზრდებს რჩევებიც გაუზიარა.

„მსოფლიო ჩემპიონი რომ გავხდი, მამაჩემმა მითხრა, ერთ სადღეგრძელოს გეტყვიო, ჭიქა ასწია და თავში არ აგივარდესო, პირდაპირ არ მოულოცავს.

მე მაგალითს ვაძლევ ასაკოვან ადამიანებს ჩემი აქტიურობით, იმიტომ, რომ მე პირადად, ეს მიხანგრძლივებს სიცოცხლეს, ვიღებ დადებით ემოციებს იმ საქმისგან, რასაც ვემსახურებოდი და რაც ჩემთვის ყველაფერი იყო“,- ამბობს ნონა გაფრინდაშვილი.

ამჟამად, ჭადრაკის ლეგენდას youtube არხზე, საკუთარი პოდკასტი აქვს და განმარტავს, თუ საიდან მოვიდა ეს იდეა.

„იცით, საიდან წამოვიდა ეს იდეა? იმდენჯერ მეძახიან სპორტულ გადაცემებში, ჭადრაკის გარდა, სხვა სპორტზე ბევრი ვილაპარაკე ბოლო დროს, განსაკუთრებით ეს ეხებოდა ფეხბურთს. მართლა მიყვარს, შემიძლია ვიმსჯელო და ვიკამათო კიდეც.

წამყვანობა არ გამიჭირდა, უბრალოდ ვიცით, კითხვებს ვსვამთ და არც ერთი სიტყვა წინასწარ მომზადებული არ იყო, იმიტომ, რომ ჩვენ ამით ვცხოვრობთ და არ გვჭირდება ამის შესწავლა.

ახალგაზრდებს ვურჩევდი, ჰქონდეთ კარგი ნერვები, ნიჭი და შრომისმოყვარეობა ყველას სჭირდება. კონცენტრირება აუცილებლად. მიხარია, რომ ახალგაზრდების მენტალიტეტი შეიცვალა“,- აღნიშნავს ნონა გაფრინდაშვილი.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„რა რძალი აარჩია ჩვენმა ბიჭმა“ - ილია თოფურიას მეუღლე, ახალ ფოტოებს აქვეყნებს

⭕თბილისის საზაფხულო საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია 5 ივნისს 10 საათზე დაიწყება და ივნისის ბოლომდე გაგრძელდება

⭕🎥 „გადადგით ნაბიჯები პირად ურთიერთობაში, გამოიჩინეთ ინიციატივა“ - 5 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან