Digest Logo

მსოფლიო პატრიარქს თბილისში 22 მარტს ელოდებიან - „წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას, ეს მისი გადაწყვეტილებაა“

1773995125
მსოფლიო პატრიარქ

„მსოფლიო პატრიარქის თვითმფრინავი, დაახლოებით, 11:00 საათზე დაფრინდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და 12:00 საათისთვის ველოდებით აქ“, - ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ეს არის მისი გადაწყვეტილება და წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას. 

„კვირის მსახურება დაიწყება 09:00 საათზე.

მეუფე შიო, მღვდელმთავრებთან ერთად, აღავლენს წირვას.

მსოფლიოს პატრიარქის თვითმფრინავი, დაახლოებით, 11:00 საათზე დაფრინდება თბილისის აეროპორტში და 12:00 საათისთვის ველოდებით აქ. ეს არის მისი გადაწყვეტილება და წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას. ის აუგებს წესს მღვდელმთავრებთან ერთად.

შემდეგ იქნება სიტყვით გამოსვლა, ქადაგება სხვადასხვა მოღვაწეებისა, უწმინდესის შესახებ. უკვე შემდეგ სიონში გადავასვენებთ უწმინდესს და იქ დაიკრძალება. ოფიციალურად სტუმრების სიას გამოაქვეყნებს საპატრიარქოს გვერდი“, - აღნიშნა არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„პატრიარქის სიცოცხლეშივე ვიცოდით, რომ ისტორიული მასშტაბის ფიგურა იყო, მიუხედავად იმისა, რომ უბრალოებით გამოირჩეოდა “ – გია ბაღაშვილი პატრიარქზე

⭕„ჩვენს სამშობლოში არასდროს დაბნელდება, დღეს სამუდამოდ დავრწმუნდი ამაში, გვიყვარხართ უწმინდესო“ - მარიამ გაბედავა

🎥 „მეტი რა ლეგენდა უნდა არსებობდეს, როდესაც მგლის ლეკვი ჩვენს პატრიარქს ხელებს ულოკავს...“ - პატრიარქის და მგლის ლეკვის საოცარი ისტორია