
ყველასათვის საყვარელი ლექტორი, ფსიქოლოგი ლია მეტრეველი სტუმრად გადაცემაში „დღის პოსტი“ იმყოფებოდა, სადაც სტუდენტებთან ურთიერთობასა და სიყვარულზე ისაუბრა:
„მთავარი ის კი არ არის, რას ეტყვი, მთავარია როგორ ეტყვი - გრძნობენ შენ სიყვარულს სტუდენტები. როგორც არ უნდა გავიხუმრო სტუდენტებთან, მაინც არ სწყინთ. ერთ პატარა სტროფს ვიტყვი თუ შეიძლება:
„ძველად აქ ჯარებს უხმობდნენ დაფთაფითა და ბუკითა
ეხლა ყაყაჩო შემომხვდა, ლამაზი ქალის შუქითა.
შემომხვდა, შემომანათა, ჩინჩხლები შემომაყარა.
ალუჩა ტყემლის შემოსვლა და გაზაფხული მახარა
უცხო კაცად რომ შემიცნო შერცხვა და თავი დახარა.
ალბათ იმაზე დაფიქრდა - მოვეწონეო თუ არა“
ამას მაინც ყველა ადამიანი გრძნობს, სტუდენტებიც გრძნობენ სიყვარულს“, - ჰყვება ლია მეტრეველი.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „არ ბერდება, ტყუილია ეს...“ - როგორ აღიქვამენ სიყვარულს ცნობილი კაცები?