Digest Logo

🎥 „მთავარი პრობლემა კი არის ის, რომ მე სიცოცხლეს და ცხოვრებას ვუწოდებ იმას, რასაც ვხედავ...“ - მამა თეოდორე გიგნაძის საინტერესო ქადაგება

1737790233
მამა თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი მამა თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში. მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

ამჯერად „დაიჯესტი“ გთავაზობთ მამა თეოდორე გიგნაძის მორიგ საინტერესო ქადაგებას,

„როგორც ნოეს დროს იყო, ისე იქნება ქრისტეს დაბრუნებისას. ქრისტე გლობალურად დაბრუნდება. იგი თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში მოვა, როდესაც ჩვენ გარდავიცვლებით. თუ არ გვინდა რომ ეს კატასტროფა აღმოჩნდეს ჩვენთვის, ამიტომ ქრისტე, რომელიც ყოველ წამს გვიკაკუნებს გულზე. სანამ გარდავიცვლებით, სანამ გლობალურად დაბრუნდება მანამ მოვეგოთ გონს. სულ გვიკაკუნებს ქრისტე ცხოვრების მიხედვით. თუ ამას ყურადღებას არ მივაქცევთ, მოხდება ისე, როგორც ნოეს დროს მოხდა. ჩვეულებრივად ცხოვრობდნენ და უცებ მოხდა ის რაც მოხდა. ჩვეულებრივად იცხოვრებს კაცობრიობა, ანტიქრისტეც იქნება, თუმცა ვერანაირი ბოროტი ძალა მოგვერევა. როცა ქრისტეს ყურადღებას არ ვაქცევ და გარდაცვალებასაც არასწორად მივიღებ, ამით მხოლოდ საკუთარ თავს ავნებ. ხელს გვიშლის მომხვეჭელობა ძალაუფლებისა და ფუფუნებისა, ასევე პატივმოყვარეობა. მთავარი პრობლემა კი არის ის, რომ მე სიცოცხლეს და ცხოვრებას ვუწოდებ იმას, რასაც ვხედავ“, - ამბობს მამა თეოდორე გიგნაძე.

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ზოდიაქოს 5 ნიშნისთვის ეს შაბათ-კვირა იღბლიანი იქნება

⭕ლუის ენრიკე - „ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენში“ დებიუტისთვის მზადაა“

⭕„ვხედავ მანქანას მტკვარში...“ - გოგა მანია უახლეს წინასწარმეტყველებას აქვეყნებს