
ჟურნალისტს, ტელეწამყვანს და სპორტულ კომენტატორს, ლაშა დვალიშვილს 97 წლის ბაბუ ჰყავს, რომელიც აქტიურად ადევნებს ქვეყნის მნიშვნელოვან ამბებს თვალს და საკუთარ შთაბეჭდილებებს გადაცემაში „შუადღე“ გვიზიარებს:
„მთელი ჩვენი საგვარეულოს და ოჯახის დიდი სიმდიდრეა. გაზეთს კითხულობს, დადის, სეირნობს, სუფთა ჰაერი უყვარს და ა.შ. საოცარი კაცია სამი შვილიშვილის ბაბუა, ოთხი შვილთაშვილის და ახლა შვილთაშვილის შვილის მოლოდინში ვართ. გადასარევად შენახული ბაბუა მყავს“, - ამბობს ლაშა დვალიშვილი.
„რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფთან ისაუბრა ლაშა დვალიშვილის ბაბუამ, ვლადიმერ სტურუამ:
„ფეხბურთს ვუყურებ, თუმცა ადრე უფრო მაგარი იყო. ახლა უფრო პასიური თამაშებია. შენ გადაცემებსაც ვუყურებ. რომ შეგაქო ისე არ გამოვა. მთავარია, როცა დიალოგში შედიხარ და არ კითხულობ დაწერილს. მაგარი ამაგი მაქვს ამაზე. ისეთი თბილი ბავშვები არიან ჩემი შვილიშვილები და შვილთაშვილები. ყოველთვის მირეკავენ და მკითხულობენ“, - აღნიშნა ვლადიმერ სტურუამ.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: