
მსახიობი, ფოტომოდელი, ინფლუენსერი და თავის მოვლის ბრენდის – „თამოსკინის“ დამფუძნებელი თამო ვაშალომიძე წლებია, ქართულ შოუბიზნესში ერთ-ერთ ყველაზე ცნობად სახედ რჩება.
მან თავისი მიზანდასახულობით ბევრ ადამიანს შეაყვარა თავი.
რამდენიმე დღის წინ თამო 34 წლის გახდა.
ამჯერად იგი გადაცემის „პირველი სტუდია ეკა ჩხეიძესთან ერთად“ სტუმარი იყო, სადაც საკუთარ კარიერაზე ისაუბრა:
„ვფიქრობ, „თამო სკინთან“ ერთად დავიბადე, ახალი თამო დაიბადა და შეცვალა ჩემი ცხოვრება მთლიანად. არ მიყვარს, როცა ჩემს პროდუქციაზე ვსაუბრობ, მირჩევნია მომხმარებელს სწორი მიმართულება ვასწავლო პროდუქტის გამოყენების.
წლებთან ერთად ადამიანები ვიცვლებით, გვეცვლება ხასიათი და მიზნები, მე ჩემი თავი ამ მიმართულებაში ვიპოვე.
არ შემიძლია მადლობა აკას რომ არ გადავუხადო, ჩემს მეუღლეს, რადგან ის იყო ადამიანი, ვინც პირველ ქარხანას დამაკავშირა, არც ვიცოდი, თუ შეიძლებოდა უცხოეთში მეწარმოებინა ჩემი პროდუქცია.
მთელი ცხოვრება მტკიცებაში ვარ, ხან ჩემს თავს და ხან სხვებს ვუმტკიცებ რაღაცებს.
მინდა, ვიყო თავდაჯერებული. ჩემი თავის საუკეთესო ვერსიას ვქმნი, შუაში ვარ. ახლაც იბადება ახალი თამო და წინ ბევრი ბრძოლა მაქვს, ამისთვის სულიერად ვემზადები“, - ამბობს თამო ვაშალომიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ჩემი „ინსტაგრამი“ უეცრად გაქრა...“ - რა ინფორმაციას ავრცელებს სოსო ნებიერიძე
⭕ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2025 წლის აგვისტოში განსაკუთრებული წარმატება ელოდება
⭕როგორ მოვიქცეთ ზაფხულის ცხელ დღეებში? - ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები